პიერ კარდენი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფრანგი დიზაინერი პიერ კარდენი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პიერ კარდენმა საკუთარი მოდის სახლი 1950 წელს დააარსა და მომდევნო ათწლეულების განმავლობაში გლობალურ ბიზნესიმპერიად აქცია. პიერ კარდენის ბრენდმა განსაკუთრებულ პოპულარობას 60-იანი და 70-იანი წლები მიაღწია, სწორედ ამ წლებში შექმნილმა ფუტურისტულმა სამოსმა აღნიშნული ეპოქის სტილი განსაზღვრა.

პიერ კარდენი 1922 წელს იტალიაში დაიბადა, თუმცა ადრეულ ასაკშივე ოჯახთან ერთად საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც კარიერა გააგრძელა. როგორც “გარდიანი” გარდაცვლილი დიზაინერის ოჯახზე დაწყრდნობით წერს, კარდენი პარიზთან ახლოს მდებარე საავადმყოფოში გარდაიცვალა.