გროზნოში სროლას ორი პოლიციელი ემსხვერპლა | TASS

ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში, ვლადიმერ პუტინის გამზირზე მომხდარ სროლას ორი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას რუსული TASS ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, ორმხრივი სროლისას გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა ერთი თავდამსხმელიც.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ არიან თავდამსხმელები, ან რა მოტივი ამოძრავებდათ თავდასხმის განხორციელებისას.

ფოტო გარეკანზე © ტაისია ბორშიგოვა/TASS