შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის ბოლო 24 საათში 577 პირი დააჯარიმეს.

93 პირი დაჯარიმდა თვითიზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევისთვის. შსს-ს ცნობით, მათ შორის არიან მოქალაქეები, ვინც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

ასევე, 484 პირი დაჯარიმდა პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე. აღნიშნული დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

თვითიზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის კი ფიზიკური პირი 2 000 ლარით, იურიდიული პირი კი 10 000 ლარით ჯარიმდება. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.