მეუფე იაკობი COVID-19-ით დაინფიცირდა: მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი COVID-19 დაუდასტურდა. ის თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს, 26 დეკემბერს მოათავსეს.

როგორც “ნეტგაზეთს” კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მიმდინარე თვეში ახალი კორონავირუსით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხვა წევრებიც დაინფიცირდნენ. მათ შორის არიან სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი და მიტროპოლიტი იობი. მანამდე, COVID-19 ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა გადაიტანა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 784 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი. COVID