საქართველოსთან საზღვარის დაცვას ვაძლიერებთ – სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის ცნობით, საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაცვა გაძლიერდება.

ინფორმაციას დე ფაქტო მთავრობის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. 

„საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, 26 დეკემბრიდან 11 იანვრის ჩათვლით, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო კომიტეტის სასაზღვრო სამსახური საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დაცვას აძლიერებს“, – ნათქვამია დე ფაქტო მთავრობის განცხადებაში.