ახალი ამბები

გამოვავლინეთ 19 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპულებს ურეცეპტოდ ყიდდნენ – საგამოძიებო

25 დეკემბერი, 2020 • 991
გამოვავლინეთ 19 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპულებს ურეცეპტოდ ყიდდნენ – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თქმით, უწყებამ თბილისში გამოავლინა 19 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ურეცეპტოდ ყიდდნენ.

„გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, ქალაქ თბილისის მასშტაბით გამოვლენილ იქნა ფსიქოტროპული მედიკამენტებით ვაჭრობის ნებართვის არმქონე 19 აფთიაქი, საიდანაც სისტემატურად, ყოველგვარი რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია“, – წერია უწყების განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ აფთიაქებიდან დიდი ოდენობით სხვადსხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტები ამოიღეს – „რომელთა ნაწილი განთავსებული იყო როგორც დახლებზე, ასევე, ობიექტებზე არსებულ სხვადასხვა სამალავში,“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი