რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ხორცის შეძენისას – სურსათის სააგენტოსა და FAO-ს გაფრთხილება

სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO [გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია] მოქალაქეებს აფრთხილებენ, არ შეიძინონ ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც მისი შენახვის პირობები დაცული არ არის. გარდა ამისა, ასევე უცნობია ხორცის წარმომავლობა და საქონლის დაკვლის ადგილი.

სააგენტო მოქალაქეებს ურჩევს, ხორცის შეძენისას ყურადღება მიაქციონ პროდუქტის ეტიკეტს, რომელიც სარეალიზაციო ობიექტს გამოკრული უნდა ჰქონდეს მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილზე.

გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

“FAO [გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია] და სურსათის ეროვნული სააგენტო ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული სურსათის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისგან, თუმცა მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი და ა. შ.) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია. ინფიცირებული ცხოველისგან ადამიანს შეიძლება გადაედოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები”,-აცხადებენ სააგენტოში.