ახალი ამბები

M1 კატეგორიი ტაქსის მძღოლები გრიპზე უფასოდ აიცრებიან

23 დეკემბერი, 2020 • 835
M1 კატეგორიი ტაქსის მძღოლები გრიპზე უფასოდ აიცრებიან

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს გრიპის საწინააღმდეგო აცრა უფასოდ ჩაუტარდებათ. მისივე თქმით, მძღოლებს უკვე გაეგზავნათ შეტყობინებები, რათა იცოდნენ, სად უნდა მივიდნენ ვაქცინაციისთვის.

“საქართველოს მთავრობის დადგენილებითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბრძანებით, განისაზღვრა ტაქსის მძღოლების, როგორც რისკ და სპეციფიკური პრიორიტეტული ჯგუფის იმუნიზაცია, რომ M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს გრიპის ვაქცინაცია უსასყიდლოდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ჩაუტარდეთ. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია თითოეულ მათგანთან. როგორც ვიცი, მათთან უკვე დაგზავნილია სმს შეტყობინებები, თუ სად უნდა მიაკითხონ და მოხდეს მათი აცრა” ,- განაცხადა კალაძემ.

M1 კატეგორიის ტაქსები არიან თეთრი მანქანები, რომლებიც თბილისის ტერიტორიაზე გამოძახების სერვისის გარეშე მუშაობენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი