24 დეკემბრიდან მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვა არ მოიხსნება

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვა არ მოიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

შესაბამისად, ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში.
ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული;

რომელი შეზღუდვები იხსნება 24 დეკემბერს და რომელი რჩება ძალაში