რომელი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს შეეხება დაანონსებული ამნისტია — სია

ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული ამნისტია 800-მდე თავისუფლებააღკვეთილ პირს შეეხება, რომელთაგან 62 ქალია. 

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ამ მსჯავრდებულთაგან 680-მდე პირი სასჯელს იხდის სსკ-ს  260-ე მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისათვის (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღებისა).

რაც შეეხება ამავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულებს, დღეისათვის ასეთი სულ 3 პირია და  ცვლილებების მიღების შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებას 2027, 2026 და 2025 წლებში დატოვებენ.

რაც შეეხება არასაპატიმრო სასჯელებისა და პირობითი მსჯავრის შემთხვევებს:

იმ პირების, რომლებსაც, წინამდებარე ამნისტიის აქტის მიხედვით, სავარაუდოდ, სრულად შეეხებათ ამნისტია, საერთო რაოდენობა ასეთია: 800-მდე პირობით მსჯავრდებული (აქედან 270-მდე პირი – ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის); 240-მდე პირი, რომელსაც სასჯელის სახით შეფარდებული აქვს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.

პირები, რომლებსაც, ამნისტიის აქტის მიხედვით, ნაწილობრივ შეეხებათ ამნისტია, ვინაიდან ისინი გასამართლებულნი არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლების მიხედვითაც (დანაშაულთა ერთობლიობა), საერთო რაოდენობა ასეთია: 700-მდე პირობით მსჯავრდებული (აქედან 330-მდე პირი – ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის); 30-მდე პირი, რომელსაც სასჯელის სახით შეფარდებული აქვს შინაპატიმრობა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.

ამნისტიის აქტის პროექტი ითვალისწინებს ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისთვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირების გათავისუფლებას, კერძოდ:

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

-დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

 დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

-უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, უვადო თავისუფლების აღკვეთა გარდაექმნება ვადიან თავისუფლების აღკვეთად და ის სასჯელისაგან გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად მოიხდის თავისუფლების აღკვეთის 20 წელს.

ამნისტიის აქტი გავრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.

ამასთან, გათვალისწინებულია იმ ჯარიმებზე ამნისტიის გავრცელებაც, რომელთა ამსახველი სასამართლოს აქტები მიღებულია 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე და ჯარიმის აღსრულება ამ დროის განმავლობაში არ მომხდარა ან არასრულად მოხდა. ასეთ შემთხვევაში, ამნისტია გავრცელდება ამნისტიის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც არ არის აღსრულებული.

გარდა ამისა, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზეც გავრცელდება კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

ამ კანონის მოქმედება გავრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინა.

“ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.

“ქართული ოცნება” ამნისტიას აანონსებს