ახალი ამბები

“ფიქრებს აქვთ დიდი ძალა” — კალაძე ფროიდის სიტყვებს ციტირებს

16 დეკემბერი, 2020 • 2075
“ფიქრებს აქვთ დიდი ძალა” — კალაძე ფროიდის სიტყვებს ციტირებს

თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ფსიქოანალიზის დამფუძნებლის, ავსტრიელი ფსიქოლოგის, ზიგმუნდ ფროიდის სიტყვებს ციტირებს.

კალაძე მანამდე საუბრობდა დედაქალაქში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებზე და თქვა, რომ მიუხედავად რთული პერიოდისა, რეკომენდაციების დაცვით, ღონისძიებათა ნაწილი ჩატარდება. მათ შორის, 3 კონცერტი – 31 დეკემბერს, 6 იანვარსა და 14 იანვარს.

„ვეცდებით, ამ რთულ ვითარებაში თქვენი ადამიანების განწყობა მაქსიმალურად შევამსუბუქოთ და მხარი დაგიჭიროთ. ზოგადად, ფროიდს აქვს ნათქვამი — რომ იცოდეთ, რამხელა ძალა აქვს თქვენს ფიქრებს, ცუდად არასდროს იფიქრებდითო. მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ, ფიქრებს დიდი ძალა აქვს.

კარგად მესმის სირთულეები და გაჭირვება, მაგრამ ერთიანი ძალისხმევით, სოლიდარობით, ერთად დგომით ყველაფერს გადავლახავთ“, – ამბობს კახა კალაძე.

თბილისის მერია 491 ათასის დახარჯვას გეგმავს უმაყურებლო საახალწლო კონცერტში

მასალების გადაბეჭდვის წესი