ახალი ამბები

გავაუქმოთ ახალი წელი?! – კალაძე 491-ათასიან უმაყურებლო კონცერტზე

15 დეკემბერი, 2020 • 2242
გავაუქმოთ ახალი წელი?! – კალაძე 491-ათასიან უმაყურებლო კონცერტზე

გავაუქმოთ ახალი წელი?! – ასე პასუხობს თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას, რომელიც საახალწლოდ 491 000 ლარად კონცერტის ჩატარების მიზანშეწონილობას ეხება. პანდემიის მიზეზით აღნიშნულ კონცერტს მაყურებლები ვერ დაესწრებიან.

14 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია საახალწლოდ დისტანციური კონცერტის ჩატარებას გეგმავს, რომელშიც 491 ათას ლარს დახარჯავს. ამ კონცერტს მაყურებელი მხოლოდ პირდაპირი ეთერიდან ნახავს.

ჟურნალისტის კითხვაზე, პანდემიის და გაუარესებული სოციალური ფონის პირობებში, რამდენად მიზანშეწონილია ამგვარი თანხა, კალაძე პასუხობს:

„გავაუქმოთ ახალი წელი?! კულტურის წარმომადგენლები ადამიანები არ არიან?!მათ არ აქვთ პრობლემები?! ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის კულტურის სფერო, რომელსაც დიდი პრობლემები შეექმნა.

მე ადამიანებს არ დავტოვებ ამ პრობლემების წინაშე პირისპირ. მაქსიმალურად ექნებათ თანადგომა, სოლიდარობისას საუბრისას მნიშვნელვანია ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ. შესაბამისად, მომღერლები, ესტრადის წარმომადგენლები არიან ძალიან ცუდ მდგომარეოაბში და ისინი მიიღებენ მონაწილეობას საახალწლო კონცერტში, რომ მოსახლეობას შეუქმნან კარგი განწყობა“, – ამბობს ის.

კალაძე ამატებს, რომ საახალწლო ღონისძიებებში „კიდევ უფრო მეტი დაიხარჯება“ და ეს არ იქნება მხოლოდ ერთი კონცერტი – „ქნება ასევე კონცერტები შობას და ძველით ახალ წელს. ყველას მიეცემა შესაძლებლობა, რომ მოხდეს მათი ანაზღაურება, რათა ამ რთულ ვითარებაში რაღაცნაირად იყოს ჩვენი მხრიდან თანადგომა და ხელშეწყობა,“.

„გარდა ამისა, 2021 წლის ბიუჯეტში გამოყოფილია 350 მილიონი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ იმ ოჯახსებს და ადამიანებს, ვისაც გაუჭირდა ამ რთულ ვითარებაში“, – ამატებს კალაძე.

ამ კითხვების შემდეგ ჟურნალისტმა კალაძეს დაუკონკრეტა კითხვა, რა საჭირო იყო კონცერტზე პირდაპირი შესყიდვის გამოცხადება, რაზეც ის პასუხობს:

„თქვენ რომ აგირჩევენ დედაქალაქის მერად, თქვენ ჩაატარეთ ტენდერი მომღერლების შერჩევასთან დაკავშირებით და მერე გამიზიარეთ,“.


თბილისის მერია საახალწლო კონცერტში 491 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. ამას შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ საიტზე ატვირთული დოკუმენტაცია მოწმობს. საიტზე ატვირთულ დოკუმენტაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ კონცერტს მოქალაქეები ვერ დაესწრებიან და მას პირდაპირი ეთერის საშუალებით ნახავენ.

თბილისის მერია 491 ათასის დახარჯვას გეგმავს უმაყურებლო საახალწლო კონცერტში

მასალების გადაბეჭდვის წესი