ახალი ამბები

კინორეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი გარდაიცვალა

10 დეკემბერი, 2020 • 1242
კინორეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი გარდაიცვალა

კინორეჟისორი და კინოოპერატორი ალექსანდრე რეხვიაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაავრცელა.

ალექსანდრე რეხვიაშვილი გახლდათ მანჰეიმის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის, კინოპრესის საერთაშორისო ფედერაცია „ფიპრესის“ პრიზის, გერმანიის კათოლიკური ეკლესიის პრიზის (ფილმისთვის „მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკა“) მფლობელი. ასევე, მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზის მფლობელი (კინოში გაწეული ღვაწლისთვის, კინოფესტივალი „საჩუქარი“).

“საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრის, ჩვენი უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგის, ალექსანდრე რეხვიაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი