“ქართულმა ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს გამართულ თათბირზე პარტია შემდეგ სამ გადაწყვეტილებაზე შეთანხმდა:
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მანამდე არ გამორიცხავდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერდა ოპოზიციონერი პარლამენტარების მიერ მანდატების დატოვების მოთხოვნისთვის.
“რაც შეეხება დაფინანსებას, აქ არის სამართლებრივი მარტივი ლოგიკა — კონკრეტული ხმების საფუძველზე და კონკრეტული საქმიანობისთვის იღებენ პარტიები დაფინანსებას, ანუ დაფინანსება პირდაპირ არის დაკავშირებული არჩევნების შედეგებთან და იმ საქმიანობასთან, რომელიც მათ შორის, საპარლამენტო მუშაობას უკავშირდება. თუ პარტია უარს ამბობს ხმებზე და არ ცნობს მათ ლეგიტიმურად და თუ უარს ამბობს საპარლამენტო მუშაობაზე, რაც პარტიული მუშაობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ასეთ პარტიას არ აქვს სამართლებრივი უფლება, მიიღოს დაფინანსება — ეს არის სამართლებრივი არგუმენტი, რომლითაც დაინიცირდება შესაბამისი კანონპროექტი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ოპოზიციასთან ელჩების შუამავლობით მიმდინარე დიალოგის ფარგლებში საარჩევნო სისტემის შეცვლაზე მიღწეული იყო შეთანხმება, როდესაც ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა დამატებითი ულტიმატუმები წარმოადგინა. კობახიძის თქმით, ეს მიუთითებს, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს (ასეთად კობახიძე ენმ-ს და ევროპულ საქართველოს მიიჩნევს) პარლამენტის ბოიკოტის გზით კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ამბოხი სურთ და არა — საარჩევნო დარღვევების აღმოფხვრა.
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციას შესთავაზა:
“სამწუხაროდ, სამივე ამ შეთავაზებაზე მივიღეთ კატეგორიული უარი მათი მხრიდან. ჩვენი შეთავაზების მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოხატეს ცალკეული პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებსაც წელს ჰქონდათ საარჩევნო დებიუტი, არ ჰყავდათ წარმომადგენლები საარჩევნო კომისიებში, რის გამოც მათი გულწრფელი ეჭვები არჩევნების კორექტულობასთან დაკავშირებით და გადამოწმების ინტერესი სავსებით ლეგიტიმურად უნდა შეფასდეს. ამ პარტიებისგან განსხვავებით, ზემოაღნიშნული შეთავაზებების მიმართ ყველაზე ხისტი პოზიცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” დააფიქსირეს”, – განაცხადა კობახიძემ.