დიღომში მილი დააზიანეს, 3 000 აბონენტს გაზი შეუწყდა – თბილისი ენერჯი

გაზმომმარაგებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“ აცხადებს, რომ დიღომში 3 ათას აბონენტს 22 საათამდე გაზი შეუწყდება.

კომპანია აცხადებს, რომ ამის მიზეზი დიდ დიღომში, დავარის ქუჩაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია, რა დროსაც ერთ-ერთმა კომპანიამ  „კვლავ დააზიანა „თბილისი ენერჯის“ გაზის მილი“.

„ბუნებრივი გაზი შეუწყდა მიმდებარედ მცხოვრებ 3000 აბონენტს. ადგილზე უკვე მუშაობენ ჯგუფები, რომ სწრაფად აღდგეს ბუნებრივი გაზის მიწოდება. ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი მდგომარეობისთვის. ბუნებრივი გაზის მიწოდებას დავიწყებთ 16 საათიდან და 22 საათამდე სრულად ჩაირთვება ყველა აბონენტი“, – აცხადებენ კომპანიაში.