ნოემბერში სურსათზე ფასები გაიზარდა | ინფლაციის ახალი მაჩვენებელი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფლაციის ახალ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა. ახალი მონაცემების მიხედვით იზრდება ფასები სურსათზეც.

საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2020 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.8 პროცენტით განისაზღვრა.

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, წინა თვესთან შედარებით სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.8 %-ით, მათ შორის, ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ამასთან, ფასების კლება დაფიქსირდა ხილსა და ყურძენზე (-7.8 პროცენტი).

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ქვეჯგუფზე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფასები გაზრდილია 6 %-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.92 პროცენტული წილით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ პროდუქციებზე:

ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-5.3 პროცენტი);

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცხადებული მიზნობრივი წლიური ინფლაცია გახლავთ 3%, რაც 0.8%-ით ნაკლებია რეალურ მონაცემთან შედარებით.