ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან 3 990 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს, რომლის ღირებულებაც 16 359 ლარს შეადგენს.
გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.