მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინისთვის NATO-ს ღია კარის შენარჩუნება | ლინკევიჩუსი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, მაშინ როცა რუსეთი აგრძელებს აგრესიას, მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინისთვის ალიანსის კარის ღიად შენარჩუნება. მან ამის შესახებ საკუთარი Twitter-ის ანგარიშით განაცხადა.

#NATO Foreign Ministers discussed security situation in the Black Sea region with #Ukraine and #Georgia. As Russia continues its aggressive policies, it is important to enhance cooperation with Ukraine and Georgia, and keep @NATO door open. pic.twitter.com/oM6ilKqNIH

— Linas Linkevicius (@LinkeviciusL) December 2, 2020

“NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა, უკრაინასთან და საქართველოსთან ერთად, განიხილეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი. მაშინ, როდესაც რუსეთი კვლავ განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკებს/ქმედებებს, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება უკრაინასთან და საქართველოსთან, ასევე, NATO-ს ღია კარის შენარჩუნება”, – ნათქვამია ლინკევიჩუსის განცხადებაში.


პირველ და ორ დეკემბერს ბრიუსელში NATO-ს წევრი ქვეყნების მინისტერიალი გაიმართა. მინისტერიალზე, დავით ზალკალიანის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლებასა და გაძლიერებაზე.