თბილისი – 1705; იმერეთი – 624 | კორონავირუსის განაწილება 2 დეკემბერს

ბოლო 24 საათში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა. ამას მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს.

უწყების თქმით, კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე განაწილდა:

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 387. მათ შორის, 6 397 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 806, აჭარაში-999იმერეთში-1 241. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 058 პირი, მათ შორის, თბილისში-507, აჭარაში -154, იმერეთში-223. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი, მათგან თბილისში-215, აჭარაში-119, იმერეთში-47.

3 798 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 272- თბილისში,  1 973-აჭარაში, 291-იმერეთში. 10 192 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციითვე, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 980 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 51 765.