ახალი ამბები

ქუთაისში კლინიკიდან დაკარგული კაცი გარდაცვლილი იპოვეს

30 ნოემბერი, 2020 • 912
ქუთაისში კლინიკიდან დაკარგული კაცი გარდაცვლილი იპოვეს

77 წლის ანზორ ლემონჯარია, რომელიც „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრიდან“ დაიკარგა, კლინიკასთან ახლოს, ტყეში იპოვეს.

ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს. საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. როგორც წესი, გარდაცვლილის პოვნის შემთხვევაში, შსს ამ მუხლით იწყებს გამოძიებას.

ანზორ ლემონჯარია 27 ნოემბერს კლინიკიდან, დაახლოებით 22:30 საათზე გაუჩინარდა. საავადმყოფოში ამბობენ, რომ მან შენობა უკანა გასასვლელიდან დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი