ახალი ამბები

ქუთაისში კლინიკიდან ასაკოვანი პაციენტი დაიკარგა, მას მე-4 დღეა ეძებენ

30 ნოემბერი, 2020 • 798
ქუთაისში კლინიკიდან ასაკოვანი პაციენტი დაიკარგა, მას მე-4 დღეა ეძებენ

ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრიდან, ასაკოვანი პაციენტი დაიკარგა. მას უკვე მე-4 დღეა ეძებენ, მაგრამ უშედეგოდ.

77 წლის ანზორ ლემონჯარიას შვილიშვილი ფეისბუკზე განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ამბობს, რომ კაცი ბოლოს 27 ნოემბერს, ქუთაისში, ყინულის მოედანთან ნახეს, შემდეგ კი მისი კვალი ქრება.

„ჩაცმულობა: შავი ქუდი, შავი სვიტრი, შავი შარვალი და თბილი ჩუსტები. მცირე ინფორმაციაც მნიშვნელოვანია, გთხოვთ, პოვნის შემთხვევაში სასწრაფოდ დამიკავშირდით, 551 66 66 19“, – წერს ოჯახის წევრი.

მეგობრებო,გთხოვთ გააზიაროთ და დამეხმაროთ ???

27 ნოემბერს ქუთაისის ცხაკაიას სახელობის საავადმყოფოდან დაიკარგა 22:20…

Posted by Giorgi Lataria on Sunday, 29 November 2020

როგორც კლინიკის იურისტი არმაზ ხელიძე ჟურნალსიტებთან ამბობს, სამედიცინო პროცედურების შემდეგ პაციენტი დაკვირვების პალატაში მოათავსეს. ის კონტაქტური იყო, თუმცა დაახლოებით 22:35 საათზე პაციენტი განყოფილებაში აღარ იმყოფებოდა.

„უკანა კარიდან დატოვა საავადმყოფო. საქმეში ჩაერთო შიდა უსაფრთხოების სამსახური, მოვძებნეთ საავადმყოფოს შიდა ტერიტორიაზე, შემდეგ შევატყობინეთ პოლიციას“, – ამბობს ის ჟურნალისტებთან.

შსს-ში ამბობენ, რომ მოხუცებულ კაცს პოლიცია ჯერ კიდევ ეძებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.