ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო საცხოვრებელს ათასობით ადამიანი ტოვებს

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო ათასობით ადამიანი საცხოვრებელს ტოვებს. საუბარია მიმდებარე სოფლების  2 789 მაცხოვრებელზე, რომელიც ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ გამოყოფილ მავნე ნივთიერებებს გაურბის.

ალჯაზირას” ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მტვრისა და კვამლის სქელი ფენა ცაში 4 კილომენტრზეა გავრცელებული, რის გამოც დაიკეტა ადგილობრივი აეროპორტი. გამოცემის ცნობით, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არ ვრცელდება ცნობები ქონების დაზიანების შესახებაც.

Another video from the eruption of Ile Lewoloto volcano this morning. pic.twitter.com/Dh1Kpq0JnG

— Alex Journey (@alexjourneyID) November 29, 2020

ინდონეზიაში 130 აქტიური ვულკანია და ქვეყანა ამ მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში.

ინდონეზიის გეოლოგიური საფრთხის შემცირების ცენტრის განცხადებით, ვულკანის ამოფრქვევის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარუდოდ, წარმოქმნილია “ცხელი ღრუბლები, ლავის ზვავი და მომწამლავი გაზი”.

ვულკანის ამოფრქვევა ინდონეზიაში 29.11.20

ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ვულკანი, რომელიც 29 ნოემბერს ამოიფრქვა, საფრთხის მაჩვენებლით მათ ოთხსაფეხურიან სისტემაში მეორე დონეზე იყო. მისი თქმით, ამ საფეხურზე მხოლოდ 3 სხვა ვულკანია. მათ შორის ერთ-ერთი სუმატრას ვულკანია, რომელიც მიმდინარე თვეში ამოიფრქვა.

ვულკანის ამოფრქვევა ინდონეზიაში 29.11.20