გარდაიცვალა დართ ვეიდერის როლის შემსრულებელი მსახიობი

85 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი დევიდ ბროუზი, რომელიც ცნობილი გახდა “ვარსკვლავურ ომებში” დართ ვეიდერის როლის შესრულებით.

მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ბოლოდროინდელი ავადმყოფობა გახდა.

დევიდ ბროუზი სამსახიობო კარიერის დაწყებამდე ბოდიბილდერი იყო. ის 1962 წელს მძიმე წონების აზიდვაში ბრიტანეტში ჩემპიონიც კი გახდა. ის სხვადასხვა ფილმში ასრულებდა ეპიზოდურ როლებს, მათ შორის, “მექანიკურ ფორთოხალში”.