კორონავირუსის 4426 შემთხვევა და 35 გარდაცვლილი | 29 ნოემბერი

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 4 426 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ვირუსით გარდაცვლილია 35 ადამიანი. ამავე სტატისტიკით, გამოჯანმრთელდა 3 721 პირი.

შესაბამისად, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა საქართველოში 132 368-ს მიაღწია, გარდაცვლილებისამ კი 1 230-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 110 049-მდე.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 063. მათ შორის, 6 373 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, საიდანაც თბილისის საავადმყოფოებში – 2 741, აჭარაში – 1 019, იმერეთში – 1 261. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 943 პირი, მათგან თბილისში – 429, აჭარაში – 167, იმერეთში – 190.

მძიმე პაციენტთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 367 პირი, თბილისში – 181, აჭარაში – 56, იმერეთში – 37.

3 945 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 311 – თბილისში,  2 058- აჭარაში, 284 – იმერეთში. 10 745 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.