ახალი ამბები

კახი კავსაძის მდგომარეობა მძიმეა – ის მართვით სუნთქვაზეა

28 ნოემბერი, 2020 • 1707
კახი კავსაძის მდგომარეობა მძიმეა – ის მართვით სუნთქვაზეა

მსახიობი კახი კავსაძე სუნთქვის უკმარისობით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა, კავსაძის მდგომარეობა შეაფასა, როგორც “საკმაოდ მძიმე”. მისი თქმით, მსახიობს სუნთქვითი უკმარისობა აღენიშნება და ის მართვით სუნთქვაზე გადაჰყავთ.

კახი კავსაძის ამ მდგომარეობის ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი