კალათბურთი: საქართველომ ფინეთი ანგარიშით 91:85 დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ფინეთი ანგარიშით 91:85 დაამარცხა.

ეს იყო ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევი ეტაპის მატჩი, რომელიც ფინეთის ქალაქ ესპოოში გაიმართა.

30 ნოემბერს საქართველო შვეიცარიას დაუპირისპირდება.

ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია