COVID-19: საქართველოში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა

ქვეყნის მასშტაბით პანდემიის თანმდევი შეზღუდვები დღეიდან, 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. გახანგრძლივდა ღამით გადაადგილების შეზღუდვის დრო, დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდა, სავაჭრო ობიექტების დიდი ნაწილი კი – დაიხურა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:

დიდ ქალაქებში — თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში,  ზუგდიდში, თელავში — და სათხილამურო კურორტებზე — ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:

სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად და ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

24 დეკემბრისა და 2 იანვრის პერიოდში შეზღუდვების შემსუბუქდება:

3  იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში:

16 იანვრიდან 31 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით:

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება და შეზღუდვები არ ეხება ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:

  1. სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
  2. საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
  3. სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
  4. დელივერსა და გატანის სერვისებს;
  5. სილამაზის სალონებისა და  ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
  6. ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
  7. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
  8. აგრარული ბაზრობის მუშაობას
  9. და სხვა.