თბილისი – 1784 შემთხვევა; აჭარა – 683 | კორონავირუსის განაწილება 28 ნოემბერს

ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4474 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა – 1784, თბილისში დადასტურდა. ამას მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს.

ოფიციალური მონაცემებით, ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 393. მათ შორის, 6 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში- 2 760, აჭარაში-1 016, იმერეთში-1 201.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 942 პირი, მათ შორის, თბილისში-429, აჭარაში-150, იმერეთში-214. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 421 პირი, მათგან თბილისში-179, აჭარაში-119, იმერეთში-41.

3 844 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1291-თბილისში, 1 998-აჭარაში, 285- იმერეთში. 10 263 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, – აცხადებენ მთავრობაში.

4472 ახალი შემთხვევა და 34 გარდაცვლილი | 28 ნოემბერი