ქარელში 2 ადამიანი გარდაიცვალა – სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა

ქარელში, სავარაუდოდ, გაზის ნამწვის დაგროვების გამო 2 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, სამივე პირი ნაქირავეებ სახლში იმყოფებდა, რა დროსაც, წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივმა აირმა სახლში გაჟონა.

შსს-ში ამბობენ, რომ ამ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.