ახალი ამბები

ბაზრობების, მოლების, მაღაზიების თანამშრომლები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ – გახარია

26 ნოემბერი, 2020 • 1488
ბაზრობების, მოლების, მაღაზიების თანამშრომლები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ – გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებში დასაქმებულ ადამიანებს მთავრობა 300 ლარით დაეხმარება. მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ამ დახმარებას დაახლოებით 120 ათასი ადამიანი მიიღებს.

“გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვზღუდავთ რამოდენიმე კვირით საცალო ვაჭრობას, ანუ ბაზრობებს, მოლებსა და მაღაზიებს, გვესმის, რომ აქ დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქეები არიან დასაქმებულნი. ძირითადად ეს შეზღუდვა 4-5 კვირა მოქმედებს. ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ-მიზნიბრივ დახმარებას, რომელიც გვქონდა [გაზაფხულზე] თვითდასაქმებულებისთვის, ანუ 300 ლარი. უკვე დაწყებული გვაქვს ამ ხალხის აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად, სადაც ისინი არიან დასაქმებულნი. ამ 300-ლარიანი დახმარების გარდა, ვიღებთ ვალდებულებას, რომ თითოეულ მათგანს, ვისაც ბანკში სესხი აქვს, სახელმწიფო სესხის გადავადებაში მიეხმარება”, – აცხადებს გახარია.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერიდან 31 იანვრის ჩათვლით, დიდ ქალაქებში  — თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში,  ზუგდიდში, თელავში — ასევე, სათხილამურო კურორტებზე — ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში- დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:

  • სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
  • ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;

24 დეკემბრისა და 2 იანვრის პერიოდში შეზღუდვების შემსუბუქდება და იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი