ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება 22:00 საათის ნაცვლად, 21:00 საათიდან შეიზღუდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება 22:00-05:00 საათის ნაცვლად, 21:00 საათიდან დილის 5 საათამდე შეიზღუდება. შეზღუდვა ეხება როგორც ქვეითად გადაადგილებას, ასევე, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებასაც. ამასთან, იზღუდება ამ პერიოდში საჯარო სივრცეში ყოფნაც.

მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვები 28 ნოემბრიდან შევა ძალაში და 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, თუმცა ეს შეზღუდვები მოიხსნება ორი ღამით, 31 დეკემბერს [ახალი წელი] და 6 იანვრს [შობის დღესასწაული].