ახალი ამბები

ზუგდიდში სკოლის რემონტისას მუშა დაშავდა

25 ნოემბერი, 2020 • 714
ზუგდიდში სკოლის რემონტისას მუშა დაშავდა

ზუგდიდში, სოფელ ჯიხაშკარში სკოლის სარემონტო სამუშაოების დროს მუშა დაშავდა.

ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, მას ჭერიდან ჩამოვარდნილი ბეტონის ფილა დაეცა. კლინიკაში ამავე არხს ეუბნებიან, რომ ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში თავის ქალისა და კისრის ტრავმული დაზიანებებით შეიყვანეს.

ის გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში მკურნალობს, მდგომარეობა სტაბილურია.

ამ საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

შრომის ინსპექციაში ამბობენ, რომ საკითხს შეისწავლიან.

ამავე საქმეზე ნეტგაზეთი დაუკავშირდა პროფკავშირების გაერთიანებასაც. პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი