როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“? 

პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ ამძიმებს არა მხოლოდ ჯანდაცვის სექტორში. ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდა უდიდეს გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, სადაც უდიდესი დარტყმა სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის. საყოველთაო კარანტინმა ბევრი მეწარმე აიძულა, დაეხურა ბიზნესი – ზოგს დროებით, ზოგსაც გაცილებით დიდი ხნით ან სამუდამოდაც კი. სამწუხარო რეალობაა, რომ და ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია უკეთესობის იმედს ახლო მომავალში ნამდვილად არ გვაძლევს. მრავალი რეკომენდაცია არსებობს, როგორ დავიცვათ თავი ვირუსისგან, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება ადამიანებს თავი დაიზღვიონ ეკონომიკურად „დაინფიცირებისგან“, რაც შეიძლება არა მხოლოდ დროებით დახურვას, არამედ საქმიანობის დასასრულსაც ნიშნავს არაერთი ბიზნესისა თუ მეწარმისთვის.

„ლოქდაუნი“ კვლავაც მოსალოდნელია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი ბიზნესი და საქმიანობა აუცილებლად უნდა გაჩერდეს. საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიები ამ პარალიზების თავიდან აცილებას შესაძლებელს ხდის, თანაც არც ისე რთული გადაწყვეტებით. ამიტომ თუ არ გსურთ, გააჩეროთ თქვენი ბიზნესი და მიმდინარე საქმიანობა, პირველ რიგში ამ გარემოსთან სწრაფად ადაპტაციაა საჭირო.

ხსნა ინტერნეტშია

პირველ რიგში, უნდა გაიაზროთ, რომ ფიზიკური დახურვა არ ნიშნავს ბიზნესის საბოლოოდ დახურვას. ინტერნეტი ის სივრცეა, სადაც ყველაზე მარტივადაა შესაძლებელი ბიზნესის ფუნქციონირების გაგრძელება. თანაც, ეს ყველაფერი არც ისე რთულია, როგორც ბევრ მცირე მეწარმესა თუ მფლობელს შეიძლება ეგონოს.ინტერნეტთან ადაპტაცია მარტივია და ხელმისაწვდომიც. მთავარია კარგად მოარგოთ თქვენი ოპერაციების ინტერნეტ გარემოს.

ოპერაციების პროცესების გადატანა ინტერნეტში

რეალურად, უმრავლესი ბიზნესისთვის, ოპერაციები შეგვიძლია ორ დიდ კატეგორიად დავყოთ:

[checklist]

[/checklist]

ამ ყველაფრისთვის ერთერთი ყველაზე მარტივი და სწრაფი გზა www.adapter.ge -ა, ადაპტაციის პროგრამა ბიზნესებისათვის, რომელიც დაგეხმარებათ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ოპერაციის ინტერნეტში გადატანაში, ყველაზე სწრაფად, უმტკივნეულოდ და ყოველგვარი ფინანსური თუ სხვა სახის ინვესტიციის გარეშე.

ადაპტერში ჩართვით ნიშნავს, რომ:

[checklist]

[/checklist]

სიტუაცია რთულია, თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ რთულ სიტუაციაშიც არ შეიძლება გამოსავლის პოვნა. ახალ რეალობას უნდა შევეგუოთ და გავუმკლავდეთ. ამაში კი რესურსების გაერთიანება, გაზიარება და ერთმანეთის დახმარება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს – განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.

ასე რომ, თუ ფლობთ ბიზნესს, მაღაზიას, ან ყიდით საკუთარ ხელნაკეთ ნივთებს და ფიქრობთ, რომ მოსალოდნელი კარანტინი თქვენი ბიზნესის პარალიზებას ან შეფერხებას მოახდენს, ნუ დანებდებით მარტივად.
ჩაერთეთ ადაპტერში.

რათა კომპანიის წარმომადგენლები დაგიკავშირდნენ და გაგაცნონ პროექტის დეტალები შენი ბიზნესისთვის, დაგვიტოვე საკონტაქტო მონაცემები შემდეგ ბმულზე – https://bit.ly/2UXCs1Q

ეს პირველი ნაბიჯი იქნება ამ სიტუაციასთან გასამკლავებლად. დანარჩენს კი ერთობლივი ძალებით აუცილებლად მოვახერხებთ.