იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები შაბათს და კვირას აღარ იმუშავებენ

იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები შაბათს და კვირას აღარ იმუშავებენ და მოქალაქეებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მოემსახურებიან. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.

მათივე ცნობით,  22:00 საათის შემდეგ კი გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებლებს 09:00-დან 21:00 საათამდე ემსახურებიან.

მათი განმარტებით, მუშაობის გრაფიკის ცვლილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.

“პანდემიის პერიოდში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იუსტიციის სახლებმა და საზოგადოებრივმა ცენტრებმა სხვა არაერთი ღონისძიება გაატარა:

იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სერვისის მიღება მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის პრინციპითაა შესაძლებელი პორტალიდან – my.gov.ge. ელექტრონული სისტემა მომხმარებელს ხუთენოვან სერვისს სთავაზობს – დაინტერესებული პირი ვიზიტის დაჯავშნას ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შეძლებს.
იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში სერვისის მისაღებად მოქალაქე: