დამკვირვებლებს  დაემუქრნენ ჯანმრთელობის დაზიანებითაც კი- საია დარღვევებზე

მუქარა დამკვირვებლებზე, ამომრჩევლების ნების კონტროლი და სხვა დარღვევები – ახალგზარდა იურისტთა ასოციაციამ უკვე გამოაქვეყნა  საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დაკვირვების შედეგები 20 საათისთვის.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია აცხადებს, რომ სულ 100-მდე დარღვევა დააფიქსირეს. დარღვებებს შორის იყო მუქარა დამკვირვებლებზე – საია იუწყება, რომ რამდენიმე შემთხვევაში დამკვირვებლებს  დაემუქრნენ ჯანმრთელობის დაზიანებითაც კი.

ამ ეტაპზე საიას სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელთა მიერ დაიწერა, ჯამში, 24 საჩივარი, აქედან 14 – უბნის, ხოლო 10 – ოლქის დონეზე და დაფიქსირდა 80-ზე მეტი შენიშვნა.

07:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში საიას მიერ დაფიქსირებული  მნიშვნელოვანი დარღვევები შედარებით სრულად: 


დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლა:

ამომრჩევლის ნების კონტროლი: 

– მთელ რიგ შემთხვევებში, უბნების მიმდებარედ მობილიზებულნი არიან კოორდინატორები, პარტიული აქტივისტები, რომლებიც ცდილობენ შემქნან ზეწოლის გარემო და თვალთვალის განცდა. რაც ამომრჩევლის ნების თავისუფალდ გამოვლინებას უშლის ხელს.

ფარულობის პრინციპის დარღვევა:

– ისნის #46 და #49, სამგორის #6 და ბათუმის #93 უბანზე ხმის მიცემის კაბინები იმგვარად არის განლაგებული, რომ შესაძლებელია ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირება. ზუგდიდის 24-ე საუბნო სააჩევნო კომისიის მდივანმა გადასატან საარჩევნო ყუთში შეყვანილი ამომრჩევლების პერსონალური მონაცემები (სია პირადი ნომრებით) გადასცა გარეშე პირს. გლდანის #93 უბანზე შევიდა დაულუქავი გადასატანი ყუთი, რის გამოც საიამ საჩივრით მოითხოვა გადასატანი საარჩევნო ყუთის ბათილობა.

სხვა დარღვევებია:

– წილისყრის პროცედურების დარღვევა, საკონტროლო ფურცლის არასათანადო შევსება, სადემოსნტრაციო ოქმისა და ჩანაწერთა წიგნის არასათანადო შევსება, ფუნქციების გადაცემა თვითნებურად და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირების გარეშე, უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა (დაცვის თანამშრომელი). ზოგ შემთხვევაში საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.

კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული დარღვევები:

– რიგ უბნებში ამომრჩევლის იდენტიფიცირების პროცედურები სათანადოდ არ სრულდება, კომისიის წევრები მოქალაქეებს არ ახსნევინებენ პირბადეს დადგენილი წესით.

საიას სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს 12 ოლქში (3 დამხმარე ოლქში), 1100-ზე მეტ უბანში დააკვირდება. 

საიას სადამკვირვებლო მისია შედგება 214 ადამიანისგან, მათგან 19 არის ცენტრალური შტაბის, 19 კი რეგიონალური შტაბების წევრი, 14 საოლქო; 116 მობილური ჯგუფის, 46 უბნის სტატიკური დამკვირვებელი.