ახალი ამბები

წინასწარი მონაცემებით, “ოცნების” ყველა კანდიდატმა გაიმარჯვა – კობახიძე

21 ნოემბერი, 2020 • 831
წინასწარი მონაცემებით, “ოცნების” ყველა კანდიდატმა გაიმარჯვა – კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, “ქართული ოცნების” 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა საპარლამენტო მანდატი. მისი განცხადებით, პარტიას შესაბამისი წინასწარი მონაცემები აქვს.

კობახიძის სიტყვებით, ამ შედეგებით, “ქართული ოცნება” პარლამენტში 90 მანდატით იქნება წარმოდგენილი.

კობახიძემ “საბოტაჟი” უწოდა ოპოზიციის ბოიკოტს და თქვა, რომ ამის მიუხედავად, საარჩევნო უბნებზე 500 000 ადამიანი მივიდა.

დღეს, 21 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. უბნები უკვე დაიხურა. მეორე ტურს  ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა, რადგან მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და ცესკოს ოფიციალური მონაცემი არ ასახავს რეალობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი