ახალი ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის 20.74 %-ია – ცესკო

21 ნოემბერი, 2020 •
ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის 20.74 %-ია – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათისათვის საარჩევნო უბნებზე  ამომრჩეველთა 20.74% გამოცხადდა და მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში.

ყველაზე მაღალი აქტივობა აჭარის #30 მაჟორიტარულ ოლქში ფიქსირდება: აქ 30 162 მივიდა საარჩევნო უბნებზე. ყველაზე დაბალი აქტივობა ნაძალადევშია.

შედარებისთვის, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე, 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა 30.99% იყო მისული.

დღეს, 21 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, თუმცა მას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს, რადგან მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და ცესკოს ოფიციალური მონაცემი არ ასახავს რეალობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი