ახალი ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის 8.29%-ია – ცესკო

21 ნოემბერი, 2020 • 991
ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის 8.29%-ია – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათისათვის საარჩევნო უბნებზე 177 462 ამომრჩეველი გამოცხადა და მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, რაც საერთო რაოდენობის 8.29%-ია. ამის შესახებ ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე მაღალი აქტივობა იმერეთის რეგიონში, 21-ე მაჟორიტარულ ოლქში და ის 11.4%-ს შეადგენს. ყველაზე დაბალი აქტივობაა საბურთალოზე: 6.2%

ცესკოს თანახმად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, 12:00 საათისათვის, აქტივობა 12.71%-ს შეადგენდა.

უწყებაში ასევე თქვეს, რომ გუდაურის ორ უბანზე, რომლებიც უამინდობის გამო, პრობლემა აღმოფხვრილია. თუმცა, უბანი კვლავ ვერ იხსნება შატილში. მიზეზი ამ შემთხვევაშიც უამინდობაა.

დღეს, 21 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, თუმცა მას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს, რადგან მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და ცესკოს ოფიციალური მონაცემი არ ასახავს რეალობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი