ახალი ამბები

“მთავარი არხი” მეორე ტურს პროტესტის ნიშნად არ აშუქებს

21 ნოემბერი, 2020 • 913
“მთავარი არხი” მეორე ტურს პროტესტის ნიშნად არ აშუქებს

ტელეკომპანია “მთავარი არხი” საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს, პროტესტის ნიშნად, არ აშუქებს. არხის სარედაქციო გადაწყვეტილება 20 ნოემბერს, საინფორმაციო გამოშვების “მთავარი9″ დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

ტელეკომპანია მეორე ტურს” “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ სპექტაკლს” უწოდებს და ამბობს, რომ მისი იგნორირებით ის “ქართველი ხალხისა და ოპოზიციის პროტესტს” უერთდება.

დღეს, 21 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. მას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს, რადგან მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და ცესკოს ოფიციალური მონაცემი არ ასახავს რეალობას.

მეორე ტური იმართება 17 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც, ოფიციალური მონაცემებით, პირველ ტურში კანდიდატებმა ვერ დააგროვეს ხმების სათანადო რაოდენობა – არჩევნებზე მისულთა ხმების 50%-ზე მეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი