თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები გათავისუფლდნენ

წერეთელზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი პირი დაკავებულია, ყველა მძევალი თავისუფალია.

ამის შესახებ თბილისის პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.

“ღონისძიება წარმატებით დასრულდა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების და ასევე, სპეციალური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გათავისუფლებულია. შეარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

წერეთელზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ერთი პირი შეიჭრა და სამი მოთხოვნა დააყენა:

თბილისში, წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებულ თავდამსხმელს 9 მძევალი ჰყავს აყვანილი.

 

შეიარაღებულ პირს 9 მძევალი ჰყავს აყვანილი – სირაძე