წერეთლის გამზირზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული

თბილისში, წერეთლის გამზირზე, სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა სახის საპოლიციო ღონისძიება ტარდება, ჯერჯერობით უცნობია.

ნეტგაზეთი ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროში დააზუსტოს დამატებითი დეტალები.

ფოტო გარეკანზე: მთავარი არხი