ახალი ამბები

ორი დღის განმავლობაში ტრანსპორტი ჩვეული განრიგით იმუშავებს – მერია

20 ნოემბერი, 2020 • 660
ორი დღის განმავლობაში ტრანსპორტი ჩვეული განრიგით იმუშავებს – მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეული განრიგით იმუშავებს. ორი დღის განმავლობაში თბილისის მეტრო მუშაობას 00:00 საათზე, ხოლო მუნიციპალური ავტობუსები სტანდარტულად, დადგენილი გრაფიკით დაასრულებენ.

ტრანსპორტის მუშაობის განრგის ცვლილება საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც დღეს, 22:00 საათიდან 22 ნოემბრის 22:00 საათამდე, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით უქმდება.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 9 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში,  22:00-დან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეზღუდულია. ახალი რეგულაციის თანახმად, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მუშაობას 22:00 საათზე ასრულებენ.

მეორე ტურის გამო, გადაადგილების შეზღუდვას 2 ღამით მოხსნიან

მასალების გადაბეჭდვის წესი