აფხაზეთში კოვიდით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5000-ს გადააჭარბა, 67 გარდაიცვალა

19 ნოემბრის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 5278-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში დე ფაქტო უწყებებმა გამოავლინეს ინფიცირების 65 და გარდაცვალების ორი შემთხვევა.

ჯამში, 67 ადამიანია კორონავირუსით დაღუპული.

ამავე ცნობებით, ჯამში, გამოჯანმრთელდა 3608 ადამიანი.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება უნდობლობას უცხადებს სოხუმის მონაცემებს.

რაც შეეხება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიას:

19 ნოემბერის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა და შემთხვევების საერთო რაოდენობამ 93 092-ს მიაღწია.

გამოვლინდა COVID-19-ის 3 697 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 38 ადამიანი | 19 ნოემბერი