“სახელმწიფოს გატარებული ანტიპანდემიური ღონისძიებები არასაკმარისია” – ექსპერტების მიმართვა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფი ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ანტიპანდემიური ღონისძიებები უკვე არასაკმარისია და მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს.

ხელმომწერების თქმით, შემთხვევების ზრდის პროპორციულად არ იზრდება დღიურად ჩატარებული ტესტების ოდენობა, რაც მიანიშნებს, რომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულ ჩემთხვევებზე უფრო მეტია.

“ახალმა კორონავირუსმა (SARS-CoV-2) და მის მიერ გამოწვეულმა დაავადებამ (COVID-19) საქართველო, ისევე როგორც მრავალი ქვეყანა, უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა. 14 ნოემბრის მდგომარეობით, კოვიდ-ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 3500-ს გასცდა, 100,000 მოსახლეზე 14 დღის მაჩვენებელი კი – 944-ს; ბოლო 7 დღეში საქართველო მე-16 ადგილზეა მსოფლიოში – 100 ათას მოსახლესთან შეფარდებით გარდაცვლილთა საშუალო რაოდენობით.

დაავადებათა კონტროლის და საზაგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღიური შემთხვევების რაოდენობა მზარდია, თუმცა, პროპორციულად არ იზრდება დღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობა. ეს გვაფიქრებინებს, რომ COVID19-ის კლინიკურად გამოვლენილი შემთხვევების გათვალისწინებით, რეალური რაოდენობა უფრო მეტია ქვეყანაში, ვიდრე ეს დადასტურებულია ლაბორატორიული კვლევით და ოფიციალურად აღირიცხება” ,- აცხადებენ მიმართვის ავტორები.

მათი შეფასებით, დღეს სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ანტიეპიდემიური ღონისძიებები უკვე არასაკმარისია პანდემიის გავრცელების შესაკავებლად და ის მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მიიჩნევენ, რომ ქვეყანას დრამატულად რთული პერიოდი დაუდგება, რაც, მიმართვის ხელმომწერების თქმით, შეუძლებელს გახდის არა მარტო კორონავირუსის ეპიდემიის მართვას, არამედ უკიდურესად შეზღუდავს სხვა გადაუდებელ და გეგმურ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან არსებულ ჯანდაცვის პლატფორმაზე გაერთიანებული პროფესიონალები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, შემდეგ პრინციპზე შეთანხმება:

  1. პანდემიაზე პასუხი უნდა გახდეს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტი, როდესაც საზოგადოებრივი თანხმობის, თანადგომის და პასუხისმგებლობის გადანაწილების გარეშე, შეუძლებელია ქვეყნის კონსოლიდირებული და ეფექტიანი პასუხი.
  2. დაუყოვნებლივ გადაიდგას შემდეგი საგანგებო ნაბიჯები:

მიმართვას ხელს აწერენ: