თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დეირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. კლინიკის პრესცენტრის ცნობით, ცერცვაძე სახლში მკურნალობს.

“კლინიკის გენერალურ დირექტორს, ბატონ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს… მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ბატონ თენგიზს”, – ნათქვამია ინფექციური საავადმყოფოს განცხადებაში.