ვინ მიიღო წელს “ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდო – სია

დღეს, 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა ის პირები დაასახელეს, ვინც 2020 წლის „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდო მიიღო.

„ამ დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ირჩევენ ტოლერანტობის ქომაგებს: პიროვნებას, ორგანიზაციას, მედიასაშუალებას და საჯარო მოხელეს – რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში ხელი შეუწყვეს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას,“ – ამბობს სახალხო დამცველი.

ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ დააჯილდოვა:

 ტოლერანტობისა და ეროვნებათშორის ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის „ტოლერანტობის ქომაგის“ ტიტული მიანიჭათ სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს დამსახურებულ წევრებს:
მარია ფილინას და ნაირა ბეპიევს

რელიგიათა საბჭომ დააჯილდოვა: