კორონავირუსის 3 504 ახალი შემთხვევა და 33 გარდაცვლილი | 14 ნოემბერი

14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში ბოლო  24 საათის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 3 504 ახალი შემთხვევა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ  76 658 შეადგინა.

ამასთან, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 33 ადამიანი.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათ კიდევ 3 163 პაციენტი დაემატა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  58 674-მდე გაიზარდა.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, დღეს გამოვლენილი 3 504 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით, მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 289. 5 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 361 – კოვიდ-სასტუმროში, 8 573 პირი – ბინაზე

საკარანტინო სივრცეში 2 425 პირი რჩება.