თბილისში, გელოვანის გამზირზე ქვეითად მოსიარულე ავტოავარიაში დაიღუპა

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ქვეითად მოსიარულე ქალი ავტოავარიის შედეგად დაიღუპა.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.