ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრი თავს კარგად გრძნობს, სახლში იმყოფება და მუშაობას დისტანციურად აგრძელებს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, იდენტიფიცირებულია მინისტრის ყველა კონტაქტი. შემხებლობაში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.