სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით პოლიციამ ხაშურში ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1966 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, წინასწარი შეცნობით, მეზობლად მცხოვრები არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.